ვირუსი კიდევ ერთ სკოლაში დაფიქსირდა

„დღეს, დღის პირველ ნახევარში, სსიპ ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა COVID19,“ – ეს შეტყობინება მშობლებს დღეს 32 – ე სკოლის ადმინისტრაციისგან გაეგზავნათ.

როგორც შეტყობინებაშია აღნიშნული სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის:

„მოსწავლე სკოლაში არ დადიოდა ერთი კვირის განმავლობაში. COVID19, დღის მეორე ნახევარში, დაუდასტურდა სკოლის თანამშრომელსაც. იგი სკოლაში არ გამოცხადებულა ერთი კვირაა.
აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწავლა გაგრძელდეს დისტანციურ რეჟიმში,“ – ნათქვამია 32 – ე სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები