გერმანიამ საქართველო კორონავირუსის მქონე რისკჯგუფის ქვეყნების სიაში შეიყვანა

გერმანიამ საქართველო კორონავირუსის მქონე რისკჯგუფის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, სავალდებულო ტესტირება უნდა ჩაიტარონ იმ პირებმა, რომლებიც გერმანიაში ჩასვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში რისკჯგუფის ქვეყანაში იქნებიან ნამყოფი. 

გერმანიის მთავრობამ საქართველოს გარდა კორონავირუსის რისკის ზონაში რუმინეთის, იორდანიისა და ტუნისის მთლიანი ტერიტორია და ბულგარეთის, ხორვატიის, უნგრეთის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, რუმინეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის ზოგიერთი რეგიონი შეიყვანა.

მსგავსი თემები