„თუ მარიანა ჩოლოიანი გაამართლეს, თავს არ დავზოგავთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე“ – გარდაცვლილი არასრულწლოვნის ძმა

გარდაცვლილი არასრულწლოვნის – ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადება გააკეთა, სადაც გამომძიებელ მარიანო ჩოლოიანის დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ საქმე მისი გამართლებისკენ წავა, ოჯახი თავს არ დაზოგავს.    

„გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი მანამდეც ამტკიცებდა, რომ საქმეში მარიანა ჩოლოიანის წინააღდეგ მტკიცებულებები არ არსებობდა და აუცილებლად გავამართლებთო,   მაგრამ, მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. ახლა ცდილობენ, რომ სახელი გაუფუჭონ ჩემს ოჯახს, შეურაცხყოფა მოგვაყენონ, თითქოს, ჩემი ძმა  ნარკოტიკული ნივთიერების ქვეშ იყო და ღირსი იყო როგორც მოექცა გამომძიებელი. ამ აზრის ჩამოყალიბებას ცდილობენ ჩემი აზრით. არ გამოუვათ“ – განაცხადა ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, ადვოკატებს ცილისწამებისთვის ადვოკატთა ასოციაციაშიც უჩივლონ.

„კონსულტაციებს ადვოკატთან და პროკურორთან გავდივარ და თუ საქმე ჩოლოინის გამართლებისკენ წაიყვანეს, მათი რჩევის შესაბამისად ვიმოქმედებთ. თუ მარიანა ჩოლოიანი გაამართლეს, რაც კი საჭირო იქნება, რომ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მიესაჯოს,  ვიბრძოლებთ ბოლომდე, არ გავჩერდებით, არ გვაშინებს ის ფაქტი, რომ გასაჩივრებას აპირებენ.  ადვოკატთან ასოციაციასაც მივმართავთ ეთიკის ნორმების დარღვევებთან დაკავშირებით. ეთიკის დარღვევა არის ეს ყველაფერი, არ შეიძლება ბავშვს ასეთი ტყუილები დააბრალო. ეს არ ეკადრება ადვოკატებს“ – განაცხადა ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.    

მსგავსი თემები