“ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა ჩვენთვის მიუღებელია” – გიორგი გახარია

“ჟენევის ფორმატი ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ის არის ერთადერთი ქმედითი ფორმატი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელიც ჟენევის ქმედითობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, კატეგორიულად მიუღებელია.

„განსაკუთრებით გლობალური პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ელემენტარული საოკუპაციო ხაზზე გადასვლა არის ჩაკეტილი და ადამიანებს პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების ელემენტარული შესაძლებლობა არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ, ყველაფრით დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზს მიღმა, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ გვეძლევა, ამიტომ, ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა, განსაკუთრებით ასეთ დროს, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ

მსგავსი თემები