“აჭარაში შეზღუდვების მოხსნის საკითხი არ განიხილება” – ნინო ნიჟარაძე

“აჭარაში შეზღუდვების მოხსნის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, რადგან დღევანდელი მონაცემები და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას არ იძლევა”, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაუცხადა და ბათუმში დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა, რომელიც მოქალაქეთა ნაწილმა შეზღუდვების მოხსნისა და კომპენსაციების გაზრდის მოთხოვნით გამართა.

მისი თქმით, დააკვირდებიან მომდევნო დღეებს და ისევ ეპიდსიტუაციიდან გამოდინარე, ცენტრალურ დონეზე, საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

„ის შეზღუდვები, რაც დღეს აჭარაშია დაწესებული, არის მინიმალური, ეკონომიკური მდგომარეობისა და ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, რისი მიზანიც არის ადამიანების მობილობის შემცირება და უსაფრთხოება. შეზღუდვების მოხსნის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, რადგან დღევანდელი მონაცემები და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ იძლევა ამის საშუალებას. დავაკვირდებით მომდევნო დღეებს და ისევ ეპიდსიტუაციიდან გამოდინარე, ცენტრალურ დონეზე, საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მსგავსი თემები