„ვირუსის შიდა გავრცელება გვაქვს, თუმცა, პროცესი უკონტროლო არ არის“- მინისტრის მოადგილე  

„ეპიდემია შედის აქტიური გავრცელების ფაზაში. შესაბამისად, ჩვენც გადავედით აქტიური მართვის ფაზაში“ –  აცხადებს ჯანდაცვის  მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და ამბობს, რომ სიტუაცია კონტროლირებადია.

„ჯერჯერობით, მატების შემთხვევები სრულად კონტროლირებადია და კონტაქტების გამოკვლევაც აქტიურად მიმდინარეობს. ამაზე მეტი და სწრაფი ზრდა თბილისშიც არ უნდა გქონდეს. რაც შეეხება წყაროების გამოკვლევას, ქვეყანაში შიდა გავრცელების ნიშნები გვაქვს, მაგრამ ეს არ არის საფუძველი, რომ კონტაქტებს არ მივდიოთ და არ გამოვიკვლიოთ. მთავარია პირველი და მეორე დონის კონტაქტები სწრაფად გამოვლინდეს და მოხდეს მათი იზოლაცია მოხდეს. ახალი პროტოკოლით, ასეთი ადამიანები 12 დღე თვითიზოლაციაში გადავლენ ყოველგვარი ტესტირების გარეშე“ – აცხადებს მინისტრის მოადგილე და დასძენს, რომ შიდა გავრცელება გვაქვს, თუმცა, ეს უკონტროლო არ არის.  

მსგავსი თემები