„ოცნება“ კობახიძის სტილით მართვას განაგრძობს“ – დავით ჭიჭინაძე

„ოცნება“  კობახიძის სტილით მართვას განაგრძობს,“ – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ევროკავშირის განცხადებას  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის თაობაზე და თვლის, რომ „ოცნება“ იმიტომ ცდილობს ყველაფრის მიფუჩეჩება – მოსწრებას, რომ უმრავლესობით მოსვლის იმედი აღარ აქვთ.

„გარდა იმისა, რომ  “ქართული ოცნებას“ საკუთარი ხალხს მუდმივად ცრუ დაპირებებით ატყუებს, „ოცნების“ ხელისუფლება“ აცდენილია იმ გზას, რასაც პარტნიორობა ჰქვია. მათთვის ჩრდილოეთის შეფასებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გეგმაზომიერი გზა ევროპისკენ. შესაბამისად სასამართლო განსაზღვრული აქვთ, როგორც  ბერკეტი, რომლითაც გაყალბებული არჩევნებს „გაუპრავებთ“. რადგან, მოსამართლებიი მუდმივი მსახურები ჰგონიათ და ასე ცდილობენ  გავლენების შენარჩუნებას.

ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ არ დაელოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას.

ხოლო ის, რომ მორალი და სინდისი მათ არ გააჩნიათ, ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, ვალად აღებულ მილიარდებს, რომელიც ისევ ჩვენი, ხალხის გადასახდელია, ასე პარტიის სახელით რომ არიგებენ და საკუთარ სიკეთედ ასაღებენ“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე

მსგავსი თემები