სტიქია  ზღვისპირეთში – დამხრჩვალია ერთი ტურისტი

სამეგრელოსა და აჭარაში ამ დრომდე გადაუდებლად წვიმს. დატბორილია სახლები და ეზოები, გადაადგილება შეზღუდულია გზებზე და შტორმის შედეგად დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  ქობულეთში ძლიერი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 30 შეტყობინება დაფიქსირდა. მეხანძრე – მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აღმაშენებლის, სოხუმისა და თხილაიშვილის ქუჩებზე აწარმოებენ.

ანალოგიური ვითარებაა ბათუმშიც, სადაც ძლიერი წვიმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. მიმდინარეობს  წყლის ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოები.

რთული ვითარებაა ფოთშიც, სადაც 1 მამაკაცი დაიღუპა. შტორმისა და უამინდობის გამო დაღუპული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ვერ იწყება. დაღუპული მამაკაცი 25 წლის რუსი ტურისტია. მასთან ერთად იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალიც, რომელიც მაშველებმა გადაარჩინეს.

 

მსგავსი თემები