ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 192 ადამიანს, ინფექცია დაუდასტურდა 49 პირს, ორი პაციენტი კი, გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს 117 დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები