40 წლის მამაკაცი, მოსკოვის გამზირზე პოლიციელს თავს დაესხა

დაკავებულია მოსკოვის გამზირზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული. 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თბილისში აიყვანეს. 

პოლიციელზე თავდასხმის გარდა დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაშიც ადანაშაულებენ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები