ქობულეთში შენობის დემონტაჟის დროს ერთი ადამიანი დაშავდა

ქობულეთში, ყოფილი სასტუმრო „ინტურისტის“ დემონტაჟის დროს ამწე წაიქცა, რის შედეგადაც მასზე მყოფი ამწის ოპერატორი დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ოპერატორმა გადახტომა მოასწრო, თუმცა დაზიანებები მიიღო.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მან შინაგანი ორგანოების დაზიანება მიიღო და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ პაციენტი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი თემები