ტურისტებზე სექსუალური ძალადობის მცდელობისთვის დაკავებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ტურისტებზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა, 3 თვეს ციხეში გაატარებს, 7 თვე კი პირობითი პატიმრობა ექნება.  დაკავებულმა სასამართლო  ბრალი აღიარა და  აღნიშნა, რომ დანაშაულს ინანიებს.

შემთხვევა  ტობავარჩხილზე  რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაკავებული მამაკაცი ტურისტების კარავში შეღწევას და მათთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა. ტურისტებმა მოახერხეს და 112-ზე დარეკეს, რის შემდეგაც სამართალმდაცვებმა მამაკაცი დააკავეს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის საპროცესო შეთანხმებაზე შუამდგომლობა დაუკმაყოფილა და მისი ბრალდება  იძულების მცდელობის მუხლი 150-ე მუხლის პირველი ნაწილით შეეცვალა, რაც იძულებას გულისხმობს. დაკავებულს  10 თვიანი  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აქედან, დაკავებული 3 თვეს ციხეში გაატარებს, ხოლო 7 თვეს კი პირობით მსჯავრს გამოსაცდელი ვადით.

მსგავსი თემები