გიორგი შაქარაშვილის დედამ უარი განაცხადა, დაკითხულიყო საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის პროცესზე

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის დედამ უარი განაცხადა, დაკითხულიყო მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის პროცესზე.

პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის თქმით, თამარ შაქარაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს წერილი გამოგზავნა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„სასამართლოში მიღებული იყო გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის დედის წერილი, სადაც ქალბატონი გამოთქვამდა პოზიციას, რომ მისთვის უკიდურესად მძიმე და რთული იყო, წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და მიეცა ჩვენება აღნიშნულ საქმეზე. ქალბატონ თამარ შაქარაშვილის წერილში დაფიქსირებული იყო, რომ აღნიშნულ საქმეზე ექვსივე პირის მიმართ, თითოეული პირის მიმართებაში, მათთვის წარდგენილი ბრალის ფარგლებში, სასამართლოს მიეღო მკაცრი გადაწყვეტილება. საკმაოდ ემოციური წერილი იყო. წერილში დაფიქსირებული იყო, რომ მისთვის მძიმე იქნებოდა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების ნახვა“, – განაცხადა პროკურორმა.

მსგავსი თემები