“თურქეთის მოკავშირე ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა ახსნან, რატომ ბომბავენ „F16“-ები მთიან ყარაბაღში სოფლებს” – ნიკოლ ფაშინიანი

თურქეთის შეიარაღებული ძალები საომარ მოქმედებებში პირდაპირ არიან ჩართული, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა The Globe and Mail – თან ინტერვიუში განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, თურქეთის მოკავშირე ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა ახსნან, რატომ ბომბავენ „F16“-ები მთიან ყარაბაღში სოფლებს და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს.

„თურქეთის სამხედრო პერსონალი და შეიარაღებული ძალები პირდაპირ არიან ჩართული საომარ მოქმედებებში. თურქეთის ნატო-ს მოკავშირეებმა უნდა ახსნან, ეს F-16 ები რატომ ბომბავენ მთიან ყარაბაღში ქალაქებს, სოფლებს და ხოცავენ მშივიდობიან მოქალაქეებს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები