„ბრალდების ლოგიკას თუ გავყვებით, დასტურდება, რომ რაიან სმიტი გაუპატიურებულია“ – ადვოკატი

„კომპლექსური ექსპერტიზაა ჩანიშნული და ამ ექსპერტიზის მიხედვით უნდა დადგინდეს, იმ ტერიტორიაზე ვინ გადაადგილდებოდა  და იმ რადიუსზე რა ნომრები ფიქსირდება“ – აღნიშნა დაკავებული მალხაზ კობაურის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ და იმ დეტალებზე ისაუბრა, რაც  არსებული ექსპერტიზით დასტურდება.

„დღეს არსებული ინფორმაციით, ანალიზი შემდეგია – კობაური დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, ის არის მთავარი მოწმე. რაც შეეხება ფსიქიკურ ექსპერტიზას, მიმდინარეობს დაკვირვება, რამდენად ჯანმრთელი და ფსიქიკურად გაწონასწორებულია კობაური. პირიქით, კარგია, რომ ეს ექსპერტიზა მიმდინარეობს, რადგანაც ცალსახად დადასტურდება, რომ ის ჯანმრთელია. ჯანმრთელ ადამიანს რომ ეს მკვლელობა ჩაედინა გამორიცხულია,“ – აღნიშნა ადვოკატმა „მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, მალხაზ კობაური ხუმრობის ხასიათზეა და უფრო ლაღიც გახდა: „თვითონ ხუმრობის ხასიათზე იმ თვალსაზრისით, რომ როცა აქ მომიყვანეს, მითხრეს-ო,  შენ კი არა, ექსპერტიზაზე ის უნდა მოეყვანათ,  ვინც შენ გამოგიშვა-ო. ჯერ ტიროდა,  და თავი ჰქონდა დახრილი, ახლა კი მოვიდა ხასიათზე, უფრო ლაღი გახდა და ცდილობს, უფრო მეტად მკვეთრი გახადოს ფაქტობრივი გარემოებები.“

 

ადვოკატის ინფორმაციით, კობაური სექსუალურ აქტს უარყოფს. უფრო მეტიც, როგორც კობაიძემ „მთავარში“ აღნიშნა, თუ ექსპერტიზის დასკვნას დავეყრდნობით, გამოდის, რომ რაიან სმიტიც გაუპატიურებულია.

„ საქმეში დევს სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნა. მათ შორის არის კობაურის და  რაიან სმიტის სპერმის ექსპერტიზა.  თუ არსებულ  ლოგიკას გავყვებით, დასტურდება, რომ რაიან სმიტი არის გაუპატიურებული, რადგან მისივე სპერმა აღმოჩნდა მის სხეულზე.   საქმეში ასეთი ექსპერტიზის დასკვნაც დევს. ამიტომ, აქ მთელი ქაოსია, არეულობაა. ვუშვებ ალბათობას, რომ ექსპერტიზა ჩატარდა არასწორად. როგორ შეიძლება, მამაკაცის უკანა ტანში მისივე სპერმა აღმოჩნდეს. ეს გამორიცხულია, არადა ექსპერტს ეს უწერია დასკვნაში. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კობაურის სპერმა იყო ლორა სმიტის სხეულზე, მაგრა ის რომ გაუპატიურებულია, არ დაუდენია“, – აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ „მთავარში“.

 

მსგავსი თემები