“აჭარაში გუშინდელთან შედარებით, მხოლოდ 20-ით მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც სტაბილიზაციაზე მიუთითებს” – თამარ გაბუნია

აჭარაში გუშინდელთან შედარებით, მხოლოდ 20-ით მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც სტაბილიზაციაზე მიუთითებს. ამის შესახებ ეპიდვითარებაზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, აჭარაში კორონავირუსის 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მცირედით ზრდაა. მინისტრის მოადგილის თქმით, შეზმღუდავი ღონისძიებები ვითარების სტაბილიზაციას ახერხებს, თუმცა გარკვეული დროა საჭირო, რომ სრული სურათი დავინახოთ.

„შეზღუდვები გასულ კვირას დავიწყეთ, ჯერ ცოტა დროა გასული. აჭარაში შემთხვევების მატება არის მცირედი, წინა დღეებთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სტაბილიზაციის ნიშნები არის. ზოგადად, ამ ინფექციას ახასიათებს გეომეტრიული სიმეტრიით ზრდა. გუშინდელთან შედარებით, 20 შემთხვევა დაემატა. ეტაპობრივად, მცირე ზრდა აღინიშნება, რაც არის კონტაქტების ხარჯზე – არ არის პროგრესული გავრცელების სურათი, რაც იმას ნიშნავს, რომ სტაბილიზაციის შესაძლებლობა გვაქვს და ამდენად, ეს ორი კვირა გვინდა, რომ ეფექტი დავინახოთ“, – განუცხადა თამარ გაბუნიამ

მსგავსი თემები