ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 289 ადამიანს, მათგან 71-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 132 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები