ავარია შროშასთან – გარდაცვლილია ერთი ადამიანი – „მედიაცენტრ მთავარის“ ფოტო რეპორტაჟი

  •  

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, შროშასათან ავარია მოხდა. დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ამობრუნდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეფერხდა.

მასალას “მედიაცენტრი მთავარი” შემთხვევის ადგილიდან გაწვდით.

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაშუ აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები