„აჭარაში არის უკონტროლო შიდა გავრცელება“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“

„თბილისში სტაბილური სიტუაცია გვაქვს, საბედნიეროდ აჭარის აფეთქება არის ლოკალური და აქეთ მისი გავლენა არ შეინიშნება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

ბუწაშვილი ინფორმაციით აჭარაში კლასტერზე აღარააა საუბარი, რადგან გავრცელება უკონტროლოა:

„აჭარაში არის უკონტროლო შიდა გავრცელება, უკვე კლასტერზე აღარააა საუბარი, საბედნიეროდ ჯერ – ჯერობით ხერხდება ყველა საჭიროების მქონე პირს გაეწიოს სტაციუნალური მკურნალობა, მთავრი ისაა, რაც შეიძლება ნაკლები იყოს დანაკარგები და ნაკლები ადამიანები გვყავდეს გართულებებით, სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები ვინ უნდა იყოს სტაციონარში,“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები