„ახლა შევედით პანდემიის აღმავლობის ფაზაში – ცუდ დროს დაგვემთხვევა , გრიპი წამოგვეწევა“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“

„ბევრი პაციენტი გვეყოლება გრიპით ინფიცირებული, რაც გამოიწვევს პანიკას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

ბუწაშვილი პროგნოზირებს, რომ ვირუსული ინფექციების სეზონი შექმნილ ვითარებას დაამძიმებს. ინფექციონისტი მოსახლეობის მოსალოდნელ პანიკაზეც საუბრობს:

„ჩვენ ახლა შევედით პანდემიის აღმავლობის ფაზაში, უბრალოდ ცუდ დროს დაგვემთხვა, გრიპი წამოგვეწევა და გაართულებს სიტუაციას.

ბევრი პაციენტი გვეყოლება გრიპით ინფიცირებული, რაც გამოიწვევს პანიკას,“ – განაცხადა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიკოსი მოსახლეობას და განსაკუთრებით ორსულებს აცრებისკენ მოუწოდებს:

„რამდენიმე ათეული ლეტალური შემთხვევები გრიპსაც ახლავს სეზონურად, ამიტომ ახლა ფაქტიურად ორი პარალელურად  მიმდინარე მსგავსი პრობლემა დაუდგება ჯანდაცვის სისტემას, ახლა  მთავარია არ გადაიტვირთოს სტაციონარები, ამ დროს ადამიანების პანიკურ სიტუაციასაც უნდა ველოდოთ, ხალხს დაწყებული აქვს შიში, რომ ნებიმისმიერი სურდო არის კორონავირუსი.

ამბულატორიებს მოუწევთ მძიმე ტვირთის გადატანა, მინდა გავაფრთხილო ორსულები,  ნუ უწევენ წინააღმდეგობას ექიმებს და იაცრან, გრიპზე საჭიროა მათი აცრა განსაკუთრებით. ასევე სახელმწიფო ცრის რისკჯგუფებს – ხანდაზმულებს და ბავშვებს,“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები