ილია ჭავჭავაძის ლიტერატურის მუზეუმის რესტავრაცია 8 ნოემბრისთვის დასრულდება

ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის თბილისის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში სარესტავრაციო სამუშაოები, მწერლის დაბადების დღისთვის, 8 ნოემბრისთვის დასრულდება.

მუზეუმს დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე ეწვია და შენობაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
მისი შეფასებით, ეს ძალიან მასშტაბური პროექტია. სარესტავრაციო სამუშაოები დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს. არის კონკრეტული ოთახები, ადგილები, სადაც ავთენტურობა შენარჩუნდება.

“ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება დედაქალაქში, როგორც ტურისტებისთვის, ასევე, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის”, – აცხადებს თბილისის მერი.
​მისივე ინფორმაციით, სახლ-მუზეუმში სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე მოწესრიგდა შენობის ფასადი. ამჟამად კი შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ყველა სივრცე შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება.

თბი­ლი­სში, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის N7 -ში არსებულ სახლში ილია ჭავჭავაძე 1889-1901 წლებ­ში ცხოვ­რობ­და.
აქ­ვე იყო განთავსებული გა­ზეთი­ვე­რი­ისრე­დაქ­ცია და სტამ­ბა.

 

 

მსგავსი თემები