თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს

თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის რვაწლიანი ანგარიში წარადგინა. გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო თანამდებობას ტოვებს.

„ვიდრე მე და ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრი უკვე ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩავერთვებით, კანონი გვავალებს, თანამდებობებიდან გადავდგეთ და შევაჯამოთ ჩვენი რვაწლიანი საქმიანობა იუსტიციის სამინისტროში“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია. თანამდებობის დატოვება მას საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე უწევს. წულუკიანი კამპანიაში 1-ლი ოქტომბრიდან ჩაერთვება.

მსგავსი თემები