„პურის მცხობელები ფასებს შიდა მოგების ხარჯზე ინარჩუნებენ – რა ელის პურის ფასს“ –  „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„დღეს არის გარკვეული მარაგები და არსებული ფასების ხარჯზე არის შენარჩუნებული,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით პურზე ფასის ზრდა უახლოეს მომავალში არ იგეგმება, თუმცა თუ ეს მოხდა, როგორც ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს პურის ფასი შესაძლოა 10 თეთრით გაიზარდოს:

„პურის მცხობელები ფასებს შიდა მოგების ხარჯზე ინარჩუნებენ, თუ „ვაი უშველებელი“ იქნება გაიზრდება ფასი, მაგრამ თუ ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით პურზე ფასი არ გაიზრდება. უნდა შეივსოს მარაგი, ამაზეც მუშაობენ ფირმები, შემოგვაქვს ხორბალი, რამდენადაც ვიცი არის ორი სამი თვის მარაგი, რომ ფასი არ შეიცვალოს.

ქართველი მეწარმეები მუშაობენ  სხვა ქვეყნებთან, ესა ყაზახეთი, რუსეთი, ასევე აშშ, ეს უკვე გამოვცადეთ და ვიმუშავეთ წყნარად და ექსცესების გარეშე.

ბირჟაზე ყოველთვის მუშობს საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და ამ პრინციპით თუ იმუშავებს ბაზარი, თავის ატკიების მიზეზი არ გვექნება, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ ყველაფრის ფასმა მოიმატა, ამ შემთხვევაში პურის ფასის ზრდა 10 თეთრამდე შეიძლება ვივარაუდოთ.

 300 დან 500 მანქანამდე რუსეთიდან მუშაობს ხორბლის შემოტანაზე, თუ ჩვენ ამ ადამიანებს ხელს შევუწყობთ, რუსეთში არის ბევრ მეურნეობა, სადაც დაბალი ფასებია, ამ  შემთხვევაში არ გაიზრდება ფქვილზე დ პურზე ფასები,“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება”

მსგავსი თემები