ქობულეთში, სამკერვალო ფაბრიკა “აჭარა ტექსტილის” 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქობულეთში სამკერვალო ფაბრიკის, “აჭარა ტექსტილის” ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საწარმოს დირექტორი გია ლომინაძე აცხადებს, რომ ინფიცირების წყარო უცნობია.

მისი თქმით, შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.

“ჩვენს ხუთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. ინფიცირების წყარო ჩემთვის უცნობია. ფაბრიკაში ჩატარდა დეზინფექცია და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება. პასუხების ნაწილი ცნობილია და მხოლოდ ხუთი დადასტურებული შემთხვევაა. ტესტირების პასუხებს კიდევ ველოდებით, დღეს გვიან ღამით უნდა იყოს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია.

საწარმო ხუთი დღე დაკეტილი იყო. დღეს დავიწყეთ მუშაობა, ოღონდ ნაწილობრივ, მხოლოდ ის თანამშრომლები გამოვიდნენ სამსახურში, ვისი ტესტის პასუხიც უკვე ცნობილია და უარყოფითია. ხვალ საბოლოოდ გავიგებთ ყველა ტესტის პასუხს და საწარმო სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას. ფაქტობრივად, ხვალ გაიხსნება “აჭარა ტექსტილი” , – აცხადებს გია ლომინაძე

მსგავსი თემები