“ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 80 პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ცხრის კი განსაკუთრებით მძიმე” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 80 პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ცხრის კი განსაკუთრებით მძიმე.

ამასთან, როგორც ეზუგბაია ამბობს, კლინიკაში მართვა კვალიფიციურად ხდება და ამ ეტაპისთვის მედპერსონალის რაოდენობაც საკმარისია.

„პერსონალი არის აბსოლუტურად მზად, მათ დამატებით ჩაუტარდათ ტრენინგები, მთავარია, დროულად მოხდეს დიფერენცირება ავადმყოფების, რომ მსუბუქ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები დროულად გადავიდნენ კლინიკებიდან კოვიდსასტუმროებში და იქაც გაგრძელდეს ეფექტური მართვა, კლინიკებში კი გამოთავისუფლდეს ადგილები მძიმე პაციენტებისთვის“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები