მაკრონი რუსეთს მოუწოდებს, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით სწრაფი განმარტება გააკეთოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთს მოუწოდა, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებულ სიტუაციას ნათელი მოჰფინოს.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, განმარტება სწრაფი და შეუცდომელი უნდა იყოს.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ სრულად მოჰფინოს ნათელი, ნერვულ-პარალიტიკური აგენტის, ნოვიჩოკის გამოყენებით, პოლიტიკური ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობას. განმარტება სწრაფი და შეუცდომელი უნდა იყოს. ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ შეინიშნებოდეს წითელი ხაზები“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

მსგავსი თემები