გურიაში რვა პედაგოგს კოვიდ-19 დაუდასტურდა

“მოგეხსენებათ, დავიწყეთ იმ პედაგოგების ტესტირება, ვისაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. 2 237 ასეთი მასწავლებელი ექვემდებარებოდა გამოკვლევას.”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განცხადებით, შვიდი გურიაში, ერთი კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.

“2-11 სექტემბერს ტესტირების დღიური მაჩვენებელი გვქონდა 8 600, ხოლო 12-21 სექტემბერს ტესტირების საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 9 874. ბოლო ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 7 763. მოგეხსენებათ, დავიწყეთ იმ პედაგოგების ტესტირება, ვისაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. 2 237 ასეთი მასწავლებელი ექვემდებარებოდა გამოკვლევას.  მათ 71 პროცენტს ჩაუტარდა ტესტირება, რომელთა შორის კორონავირუსული ინფექცია რვა პედაგოგს დაუდასტურდა, მათ შორის შვიდი გურიაში და ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები