კორონავირუსით გარდაცვლილი 21-ე პაციენტი 80 წლამდე ქალია, მას მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა

საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი კიდევ ერთი, 21-ე პაციენტი 80 წლამდე ასაკის ქალია, ის ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა.

გარდაცვლილი ბათუმიდანაა. კერძოდ, სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ის აჭარის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარია. პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები – ინსულტი, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

საქართველოში სულ კორონავირუსით 21 პაციენტია გარდაცვლილი. მათ შორის ერთი – 60 წლის ქალი გუშინ გარდაიცვალა.

მსგავსი თემები