ქუთაისში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ქუთაისში დაჭრილი ოცი წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

„გუშინ, გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს ტრავმული შოკით, შინაგანი სისხლდენით. მრავლობითი ჭრილობით გულ-მკერდის არეში. ჩაუტარდა ორი ოპერაცია, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში“, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ირაკლი გოგინავამ განაცხადა.

ქუთაისში, რესტორან „პალადიუმის“ მიმდებარედ ახალაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი თემები