ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ატენის ხეობაში, მთის კლდოვან ნაწილში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა ორი ჰექტარი ეკალბარდი, ბალახი და ბუჩქნარი.

რთული რელიეფის გამო მეხანძრე-მაშველებს სახანძრო ტექნიკის გარეშე, ინდივიდუალური აღჭურვილობით უხდებოდათ ცეცხლის ქრობა.

ხეობაში ხანძარი რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ გაშვებული ფოიერვერკის ნაპერწკლებისგან გაჩნდა.

მსგავსი თემები