“შეკვეთილი გვაქვს გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 135 ათასი დოზა” – ამირან გამყრელიძე

„ოქტომბრის პირველ კვირისთვის შეკვეთილი გვაქვს გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 135 ათასი დოზა, რომელიც როგორც წესი, გაუკეთდება რისკჯგუფებს და ეს რისკჯგუფები ყოველწლიურად ისაზღვრება იმუნიზაციის საბჭოს დადგენილებით” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ცენტრი მუშაობს ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შესასყიდად და იმედს გამოთქვამს, რომ ვაქცინების რაოდენობა გაორმაგდება.

„ოქტომბრის პირველ კვირისთვის შეკვეთილი გვაქვს გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 135 ათასი დოზა, რომელიც როგორც წესი, გაუკეთდება რისკჯგუფებს და ეს რისკჯგუფები ყოველწლიურად ისაზღვრება იმუნიზაციის საბჭოს დადგენილებით. ვცდილობთ, მაქსიმალურად გავზარდოთ სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინის მარაგი. ძალიან ბევრ ბაზარზე და ბევრ მწარმოებელთან გვაქვს კონტაქტი და შესაძლებელია, წელს გრიპის აცრებზე მოთხოვნა იყოს მეტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რა თქმა უნდა, ვაქცინა ექნებათ კერძო კომპანიებსაც. შარშან გვქონდა ნაყიდი 100 ათასი და იქიდან დაგვრჩა ძალიან ცოტა, წელს 135 ათასი შევიძინეთ და ახლა ვცდილობთ, სულ მცირე გავაორმაგოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები