ბათუმის საქალაქო სასამართლო სრულად დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს

ორი ადვოკატის „კოვიდ-19“-ით ინფიცირების გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლო სრულად დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს

“როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ორ ადვოკატს დაუდასტურდა კორონავირუსი, ამიტომ სრულად გადავედით დისტანციურ რეჟიმზე” – განაცხადეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესები დისტანციურად იმართებოდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ორ ადვოკატს დაუდასტურდა კორონავირუსი, ამიტომ სრულად გადავედით დისტანციურ რეჟიმზე. ადვოკატები, რომლებიც პროცესებს ესწრებოდნენ ვეღარ დაესწრებიან. სხდომებში მონაწილეობას დისტანციურად მიიღებენ ადვოკატებიც და პროკურორებიც. აქამდე სხდომათა დარბაზში დასწრება მაქსიმალურად შეზღუდული იყო“, – აცხადებენ სასამართლოში.

მსგავსი თემები