„აფხაზეთში, ტესტირებულთა 27-28% ინფიცირებული აღმოჩნდა“ –  ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„გუშინდელი მონაცემებით ჰყავთ 726 დაინფიცირებული ჰყავთ, ჩატარდა ტესტირება, დიდია ინფიცირებულთა პროცენტი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა.

გამახარიას ინფორმაციით აფხაზებს არ აქვთ რესურსი პანდემიას გაუმკლავდნენ, ის დეფაქტო რესპუბლიკაში პანდემიის გავრცელების მდგომარეობას სავალალოდ აფასებს:

„172 დან 53 -ს ვირუსი დაუდასტურდა ტესტირებულთა, თითქმის 27 – 28 პროცენტი ინფიცირებული აღმოჩნდა, რაც საკმაოდ დიდია.

ძალიან მძიმე ვითარებაა აფხაზეთში ამ კუთხით, თითქოს ეხმარებიან რუსები, სამკურნალოდ კი გადაჰყავთ მხოლოდ რუსი ტურისტები, რაც უფრო მეტად ეხმარებიან ვითომ, მით უფრო იზრდება დაინფიცირებულთა რაოდენობა, ამიტომ დასაფიქრებელია რა დახმარება ასეთი, რომ დაავადებულთა რიცხვს ზრდის და ეს უნდა განვიხილოთ აუცილებლად.“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცანეტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება”

მსგავსი თემები