შენობა-ნაგებობის დემონტაჟის მიმდინარეობისას ნაძალადევის რაიონში, ერთი პირი დააკავეს

ნაძალადევის რაიონში, სადაც შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 173-ე მუხლით განხორციელდა.

ნაძალადევის რაიონში, კერძოდ პირველი რეხის ქუჩის მიმდებარედ, სადაც შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს, ხმაურია. ადგილზე მოქალაქეები არიან შეკრებილნი და დემონტაჟს აპროტესტებენ. მობილიზებულია პოლიციაც.

დღესვე, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.

მსგავსი თემები