ხელისუფლება აპოლიტიკურ სასამართლოს თავმჯდომარეს ეძებს 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი მისი აპოლიტიკურობა უნდა იყოს. შესაბამისად, ახალი  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ვაკანტურ პოზიციას დაიკავებს, აპოლიტიკურობის ნიშნით შეირჩევა.

“ჩემი პოზიციით,  კანდიდატი, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ შეირჩევა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს აპოლიტიკური, უნდა სარგებლობდეს ძალიან მაღალი რეპუტაციით როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე, ზოგადად საზოგადოებაში. ასეთია  ჩემი დამოკიდებულება და დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმრავლესობა ამ მიდგომას იზიარებს”, – განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა. ვაკანტურ პოზიციაზე, არაოფიციალურად, რამდენიმე კანდიდატურა სახელდება. მათ შორისაა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ირინა იმერლიშვილი.

მსგავსი თემები