კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარაში დაფიქსირდა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარაში დაფიქსირდა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 165 შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია.

„დაგვემატა 165 შემთხვევა და ინფიცირებულების რაოდენობა 2392-ს შეადგენს. 165 შორის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი არის 81, იმპორტირებული 4.

აჭარა, ბათუმი – 109, გურია, ოზურგეთი – 4, თბილისი – 17, იმერეთი, ქუთაისი – 4, კახეთი, გურჯაანი – 6, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – 1, სამეგრელო და ზემო სვანეთი, ზუგდიდი – 9, ქვემო ქართლი, გარდაბანი – 9, შიდა ქართლი, გორი – 6 შემთხვევა.

ყველაზე ბევრი 109 შემთხვევა არის აჭარაში, რომელიც საყურადღებოა და ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები