“ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებმაც სწავლა უკვე დაიწყეს, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე” – განათლების სამინისტრო

ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებმაც სწავლა უკვე დაიწყეს, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს და ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

„თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, გორის, ზუგდიდისა და ფოთის გარდა, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი დაიწყება საკლასო ოთახებში და ასევე აუდიტორიებში. განათლების სამინისტრო მზადაა სასწავლო პროცესი დაიწყოს როგორც საკლასო ოთახში, ასევე დისტანციურად.

კორონავირუსის პანდემიის გამო, განათლების სამინისტრომ ზაფხულში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მომხდარიყო დისტანციური სწავლების განვითარება და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლების სისტემა მზად არის იმისთვის, რომ როგორც საკლასო ოთახში, ასევე დისტანციურად წარმართოს სასწავლო პროცესი.”,- განაცხადა დგებუაძემ.

მსგავსი თემები