თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო

“პანიკის საფუძველი არ არსებობს”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც მთავრობა ამას ამბობს, გულისხმობს იმას, რომ ბოლო 5-6 თვე გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ყველა ის სისტემა, რომელიც ჩართულია ეპიდემიის მართვაში, დღეს აბსოლუტურად ყველა ფორმაშია.

მისივე თქმით, თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა,თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 2 კვირით გადაიდო.

“ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში დაიწყება 1ოქტომბრიდან”, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები