„ენგურჰესის“ 22 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი გალის რაიონის სოფელ საბერიოს ქვესადგურის თანამშრომლები არიან.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, საბერიოში ჯამში 28 პირი დაინფიცირდა. აქედან 22 ენგურჰესის თანამშრომელია, ხოლო დანარჩენები საბერიოში მცხოვრები მოქალაქეები.