„ბოლო საათების მონაცემებით, ჩვენთან ჰოსპიტალიზირებულები არიან ბათუმში მოგზაურობის ეპიზოდით” – ლიკა მუმლაძე (ვიდეო)

„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში 47 პაციენტი გადის მკურნალობას და სამწუხაროდ ჩვენთანაც იზრდება ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რაოდენობა“ – ამის შესახებ  მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ  „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში კრიტიკული პაციენტები არ არიან.

„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში 47 პაციენტი გადის მკურნალობას და სამწუხაროდ ჩვენთანაც იზრდება ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რაოდენობა. გვყავს რამდენიმე მძიმე პაციენტი, მაგრამ კრიტიკული არცერთი არაა. დღეს ასევე ველოდებით, რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას, გაგზავნილი გვაქვს 12 განმეორებითი ტესტი და იმედს ვიტოვებთ, რომ აქედან იქნებიან გამოჯანმრთელებული პაციენტები“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბოლო საათების მონაცემებით არიან ბათუმის მოგზაურობის მქონე ფოსპიტალიზირებული პაციენტები.

„ბოლო საათების მონაცემებით, ჩვენთან ჰოსპიტალიზირებულები არიან ბათუმის მოგზაურობის ეპიზოდით, რომლებიც მოდიან ზოგი სიმპტომით და ზოგიც გადამოწმების მიზნით. გვყავს ასევე რამდენიმე იმპორტირებული შემთხვევაც, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტიდან შემოვიდა. არიან გუდაურის საკარანტინე სივრციდანაც, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს“ – განცხადა მუმლაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

“მედიაცენტ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები