საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 1 917 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 354-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე.

მსგავსი თემები