“დღეს ჩვენ წარვადგინეთ პროფესიონალების და პატრიოტების გუნდი, რომლებიც გამოირჩევიან იმით, რომ აქვთ საქმის კეთების ძალიან წარმატებული გამოცდილება” – ირაკლი კობახიძე

‘დღეს ჩვენ წარვადგინეთ პროფესიონალების და პატრიოტების გუნდი, რომლებიც გამოირჩევიან იმით, რომ აქვთ საქმის კეთების ძალიან წარმატებული გამოცდილება, ჩვენთვის ეს იყო მთავარი კრიტერიუმი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავიდეთ ისეთ პოლიტიკაზე, სადაც პოლიტიკოსები გამორჩეულები არიან საქმის კეთებით და არა საუბრით, შესაბამისად ამ კრიტერიუმებით ჩამოყალიბდა ჩვენი საპარლამენტო გუნდის ოცეული და ამ ოცეულით ჩვენ სერიოზულად გავაძლიერებთ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს, არამედ საქართველოს პარლამენტს როგორც ინსტიტუტს და ეს იყო ჩვენთვის მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები