საქართველოს პროკურატურას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ პორტატული რადიოგადამცემები და ლეპტოპები გადასცა

საქართველოს პროკურატურას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ პორტატული რადიოგადამცემები და ლეპტოპები საჩუქრად გადასცა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებას გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამომძიებლებისთვის განკუთვნილი პორტატული რადიოგადამცემები, პროკურატურის თანამშრომელთა ეფექტიან საქმიანობას და საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედებების ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს, ხოლო მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებს, მათთვის გადაცემული ლეპტოპები დაეხმარება დაზარალებულის საჭიროებებზე სწრაფად მოახდინონ რეაგირება, მოიძიონ ინფორმაცია სერვისებზე, სწრაფად მოახდინონ რეაგირება მაშინაც კი, როდესაც ისინი შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ან საგამოძიებო მოქმედებებს დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით ესწრებიან. 

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების და შესაძლებლობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მხარეებმა თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მომავალში მისი კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

მსგავსი თემები