“ქუთაისის ცენტრში დაიდგას კარავი, რომელშიც ყველა მსურველი გაიტესტება” – ზვიად შალამბერიძე

“ქუთაისის ცენტრში კარავი განთავსდება, სადაც ყველა მსურველს კორონავირუსზე ტესტირება შეეძლება”, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

ზვიად შალამბერიძემ რეგიონში სამსახურების ხელმძღვანელებთან და უწყების წარმომადგენელბთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იმსჯელეს.

„უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ცენტრში დაიდგას კარავი, რომელშიც ყველა მსურველი გაიტესტება, ვისაც შეიძლება კონტაქტი ჰქონდეს რისკის ჯგუფთან“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მსგავსი თემები