„55 არა 75 % ნამდვილად აქვს „ოცნებას“, ოღონდ უარყოფითი განწყობა“ – დავით ჭიჭინაძე

„ჩვენც ვატარებთ კვლევებს, სადაც სულ სხვა ციფრებია, 200 ლარიანი დახმარებების დარიგების პიკზე,  „ქართული ოცნების „ რეიტინგი 37-38 %-ს არ აღემატება, მანამდე კი, მხოლოდ 22% იყო,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭიინაძემ განაცხადა.

მისივე მოსაზრებით სავალალოა „ევრიპული საქართველოს“ რეიტინგიც:

„ევროპულ საქართველოს“ კი, თბილისის რიგ უბნებში,  პულსი საერთოდ არ ესინჯება.

„ოცნების“ ეს რეიტინგიც, კოვიდთან ბრძოლის კამპანიის ფონზეა, როდესაც ხალხს იმას უყვებიან, როგორ დაამარცხეს ვირუსი  და პარალელურად  200-300 ლარს ურიცხავენ.

რეალურად კი, „ოცნების“ ხელისუფლება აქაც არღვევს კანონს, რადგან ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ და უსინდისოდ იბრალებენ, რომ ეს „ოცნების“ ფულია.

არადა ეს დარიგებული ფული არის ვალი, რომელიც ქვეყანას დაედო და  რომელიც ისევ ჩვენი გადასახდელია და არანაირი კავშირი არ აქვს პარტია „ქართული ოცნების“ ვითომ  „გულუხვობასთან“;

ეს დარიგებული ფული, არ არის გამომუშავებული, ეკონომიკის მიერ გენერირებული, რაც მხოლოდ ინფლაციას გამოიწვევს და მყიდველობითი უნარის უფრო დაკარგვას და ეს ისედაც შემოსავალდაკარგული ადამიანების და პენსიონერების ხარჯზე.

და უმთავრესი!

თუ კოვიდის მართლა ასეთი აფეთქებაა, როგირც ამბობენ,  როდის უნდა შეავსონ ის ფონდი რომელიც სწორედ კოვიდთან საბრძოლველად შეიქმნა და რომელიც ასე გამოშიგნეს და გაანულეს?!“ -აცხადებს დავით ჭიჭინაძე

მსგავსი თემები