კორონავირუსის ახალ შემთხვევათა შორის შვიდი ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებია

ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შვიდ პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა, ზურაბ ნემსიწვერიძემ განაცხადა.

ნემსიწვერიძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ ინფიცირებულ მოქალაქეებს.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი.

მსგავსი თემები