მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 27 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 27 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. დაღუპულთა რიცხვი კი უკვე 890 ათასს აჭარბებს.

პირველ ადგილზე ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ-ია, სადაც „კოვიდ-19“-ით უკვე 189 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მეორე ადგილზე გადაინაცვლა ინდოეთმა, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსი თითქმის 100 ათას ადამიანს დაუდგინეს. მესამეზეა ბრაზილია, ხოლო მეოთხეზე რუსეთი.

ევროპაში ვირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება ესპანეთში, სადაც ევროპაში პირველად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ნახევარ მილიონს გასცდა. დაავადებულთა რიცხვი იზრდება საფრანგეთშიც. აქ შეზღუდვების ხელახლა შემოღებაზე უკვე მსჯელობენ.

ამასთან, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულდა თურქეთში. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში 1700-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გამოვლინდა და დაიღუპა 57 პაციენტი. აზერბაიჯანში ვირუსი 89 ადამიანს დაუდგინდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი. სომხეთში ახალი მონაცემები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, გუშინ კი სომხეთში ვირუსი 62 პირს დაუდგინეს. დაიღუპა სამი პაციენტი.

მსგავსი თემები