„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის განსხვავება არ არის” – ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის განსხვავება არ არის.

ჟურნალისტებთან საუბარში ნუკრი ქანთარია პარტიებს შორის არსებული განსხვავების თაობაზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ ბროშურებს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი კლასტერია.

„ერთი პარტია ამბობს, რომ სააკაშვილის გარეშე ჩვენ შევძლებთ, მეორე სააკაშვილთან ისევ მიწებებულია. შეიძლება მათ შორის განსხვავება ეს იყოს. მგონი, ესეც ფანდი და ხერხია ელექტორატის იმ ნაწილის მოსაზიდად, ვინც იმ პერიოდში სააკაშვილის სუსხი კარგად იგემა“, – განაცხადა ქანთარიამ.

მსგავსი თემები