ირანში მიწისძვრის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა

ირანში მიწისძვრის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

როგორც ირანის სეისმოლოგიურ სამსახურში ამბობენ, მიწისძვრა გულისტანის პროვინციაში ღამით მოხდა.

სტიქიის სიმძლავრე 5,1 მაგნიტუდა იყო. წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 11 სოფელში 700 სახლი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები.

მსგავსი თემები