ზღვაზე 6-7 სექტემბერს 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი

6-7 სექტემბერს ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი, ძლიერმა ნალექმა კი შეიძლება წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„6-7 სექტემბერს საქართველოში (ძირითადად – ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები